შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი ამ ქვეყნის შვილად თავს არ მიიჩნევს, საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო

სადაც ისაუბრებს, ის ისაუბრებს, როგორც კერძო პირი და ვერანაირ ზიანს საქართველოს ვერ მიაყენებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

"სალომე ზურაბიშვილი ამ ქვეყნის შვილად თავს არ მიიჩნევს, მას ეს კონსტიტუცია არ მიუღია. გული არ შესტკივა თითოეული იმ სიტყვისთვის, რომელიც ამ კონსტიტუციაში წერია, რადგან ამ კონსტიტუციაში სიტყვები ჩვენი სისხლით, 9 აპრილის გმირების სისხლით ჩაიწერა. მისთვის ეს ღირებულება არ არის, მისთვის ეს არის ჩვეულებრივი ფურცლები, რომლებიც მის თაროზე, სადღაც წიგნის სახით დევს. ამიტომაც აცხადებს თავისუფლად, რომ მისთვის კონსტიტუცია არაფერი არ არის. ის იქცევა ისე, როგორც მას სურს. მას საქართველო ჰგონია საკუთარი რეზიდენციის უკანა ეზო. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ის ინარჩუნებს ამ პოზიციას, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა.

სამწუხაროა, რომ მას უცხოეთშიც ჰყავს თავისი მფარველები და მმართველები, ამიტომაც ახერხებს ის სხვადასხვა ადგილას წასვლას, თუმცა ის არ წარმოადგენს საქართველოს. კარგია, რომ ეს თავის დროზე გაირკვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ სადაც ისაუბრებს, ის ისაუბრებს, როგორც კერძო პირი და ვერანაირ ზიანს საქართველოს ვერ მიაყენებს. დარწმუნებული ვარ, ამის ბევრი მცდელობა ექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიაში გუშინ გაემგზავრა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები