გიორგი ვაშაძე - საზოგადოების აზრის კვლევით, აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მიშას გათავისუფლებას

საზოგადოების აზრის კვლევით, აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მიშას გათავისუფლებას. მე უკვე მოვაწერე ხელი, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე სხვებსაც მოუწოდებს, ხელი მოაწერონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, რომელსაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.

"მე უკვე მოვაწერე ხელი. საზოგადოების აზრის კვლევით, აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მიშას გათავისუფლებას. ერთიანი, ძლიერი საქართველო თუ გვინდა ავაშენოთ, ეს ქვეყანა პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან უნდა გავათავისუფლოთ. მაგალითად, არ ვემხრობი რადიკალურ განცხადებებს ივანიშვილის პარტიის ლიდერებთან დაკავშირებითაც. იმიტომ, რომ  მინდა, დავასრულოთ ქვეყანაში ეს ანგარიშსწორება, რადგან არ შემოვა ინვესტიციები და არ შეიქმნება სამუშაო ადგილი. მიშა რომ ციხეში გყავს, ინვესტორისთვისაც გზავნილია, რომ არ შემოხვიდე, აქ ასეთი სასამართლო მაქვს, პრეზიდენტებს ციხეში ვსვამთო", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტია "ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რის შემდეგაც აღნიშნულ ხელმოწერებს პირველ მარტს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები