Bild - რუსეთი, აშშ და გერმანია ნავალნის რუს აგენტზე გაცვლის საკითხს განიხილავდნენ

რუსეთი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის აგენტ ვადიმ კრასიკოვზე გაცვლას გეგმავდა, - ამის შესახებ Bild წერს.

გამოცემის ცნობით, ნავალნის გარდაცვალებისთანავე გაჩნდა ვარაუდი, რომ ოპოზიციონერის გაცვლა უახლოეს მომავალში იყო შესაძლებელი.

Bild-ის ცნობით, გაცვლითი მოლაპარაკებები რეალურად შედგა. მათ ესწრებოდნენ რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია. რუს დიქტატორს სურდა აგენტი ვადიმ კრასიკოვი დაებრუნებინა, რომელიც გერმანიის ციხეში ზის.

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის რუსულ ციხეში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გავრცელდა.

47 წლის ნავალნის სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. ოფიციალურ მიზეზად კი “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში ასეთი დიაგნოზი არ არსებობს. მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას პირადად პუტინს აკისრებენ.

მსგავსი სიახლეები