ხატია დეკანოიძე - ზოგადად, ბრიუსელში ვიზიტი კარგია, მაგრამ აქ მთავარია, რა გზავნილებით მიდის ხელისუფლება

ზოგადად, ბრიუსელში ვიზიტი კარგია, როდესაც ხელისუფლება ამ ნაბიჯს დგამს, მაგრამ აქ მთავარია,  თუ რა გზავნილებით მიდის ხელისუფლება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტიდან მთავარია, რომ მან  მკაფიოდ დააფიქსიროს ხელისუფლების პოზიცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

"ზოგადად, ბრიუსელში ვიზიტი კარგია, როდესაც ხელისუფლება ამ ნაბიჯს დგამს, მაგრამ აქ მთავარია,  თუ რა გზავნილებით მიდის ხელისუფლება. ამიტომ, მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებულ ახალ დამოკიდებულებას გავეცნობით ჩვენ ბატონი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ. აქ მან მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება და ხელისუფლების პოლიტიკური ნება თავისუფალი არჩევნების მიმართ და 9 დათქმის მიმართ, რასაც, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გაიმართება, რომელშიც ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები