"დამეხმარონ, რომ ბავშვი არ მომიკლან იქ და გამომაყვანინონ რამენაირად"

უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ ტყვედ აყვანილი 22 წლის ჯარისკაცის მამუკა გაწერელიას დედა აცხადებს, რომ შვილს განაჩენამდე ერთი დღით ადრე ესაუბრა.

"რომ აიყვანეს ტყვედ, მერე დამირეკა 27 სექტემბერს, უკვე დონეცკის ციხიდან და უკვე ნაწამები იყო ძალიან მაგრად, ხმაზე შევატყვე. თვითონ მაინც მხნედ იდგა და ცდილობდა იმას, რომ ჩვენ არ გვენერვიულა.

19 თებერვალს დაგვირეკა, ხვალ სასამართლო მაქვსო და განაჩენი უნდა გამომიტანონო. რა ვიცი, კარგად მექცევიანო, კი თქვა, ჯანმრთელობით კარგად ვარო, მაგრამ არ მგონია, თქვენ თვითონ ნახავდით სურათში, რას დაემსგავსა ბავშვი.

2 თვის უკან დავწერეთ განცხადება და 4 დღის უკან დაგვიკავშირდნენ, გადაცემულია, განხილვაში არისო და დაგიკავშირდებითო. 

დამეხმარონ, რომ ბავშვი არ მომიკლან იქ და გამომაყვანინონ რამენაირად", - აცხადებს მამუკა გაწერელიას დედა "მთავარ არხთან".

საქართველოს მოქალაქეს, 22 წლის მამუკა გაწერელიას, რომელიც უკრაინის ქალაქ მარიუპოლში იბრძოდა, დონეცკის ოლქის სეპარატისტებმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

მსგავსი სიახლეები