ხატია დეკანოიძე - არ მახსენდება არცერთი სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი მძიმე შეფასებები არის ხოლმე, თუ არ ჩავთვლით დიქტატორულ ქვეყნებს

სამწუხაროა, რომ ქვეყნის მტრების ნუსხაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დაასახელა ოპოზიცია. არ მახსენდება არცერთი სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი მძიმე განცხადებები, შეფასებები არის ხოლმე, თუ არ ჩავთვლით დიქტატორულ ქვეყნებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშში გამოჩნდა, რომ თანამშრომლობისკენ ნებისმიერი მოწოდება მხოლოდ ყალბია.

"ევროკავშირის მიერ ცხრა დათქმიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დათქმის შესრულების მაგალითი უნდა იყოს პარლამენტი, კერძოდ, ვსაუბრობ დეპოლარიზაციაზე. 

სამწუხაროდ, დღეს გამოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყველაზე უფრო პოლარიზაციისკენ მიდრეკილი, ზიზღისა და აგრესიის შემცველი ანგარიში წარმოადგინა. საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციაზე, ე.წ. რადიკალურ ოპოზიციაზე და არაფერი იმ გეგმებზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს. 

სამწუხაროა, რომ ქვეყნის მტრების ნუსხაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დაასახელა ოპოზიცია. არ მახსენდება არცერთი სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი მძიმე განცხადებები, შეფასებები არის ხოლმე, თუ არ ჩავთვლით დიქტატორულ ქვეყნებს. ანგარიშის მთავარი ფუნდამენტი, საყრდენი იყო ოპოზიციის მიმართ აგრესია, ზიზღი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები