ხატია დეკანოიძე - თუ აქამდე შეიძლებოდა ამის გაკეთება, აქამდე რატომ არ გაკეთდა? წინასაარჩევნოდ გააკეთეთ ეს ყველაფერი

თუ აქამდე შეიძლებოდა ამის გაკეთება, აქამდე რატომ არ გაკეთდა? თქვენ წინასაარჩევნოდ გააკეთეთ ეს ყველაფერი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება მოქალაქეების ინტერესებს წინასაარჩევნოდ იყენებს. 

"ნამდვილად კარგია, როდესაც პენსიონერებს, იმ ადამიანებს, რომელთა პრობლემებიც ძალიან ბევრმა აქ მყოფმა ადამიანმა არ იცის, პატარა შვება ექნებათ, მაგრამ თუ აქამდე შეიძლებოდა ამის გაკეთება, აქამდე რატომ არ გაკეთდა? ძალიან დიდი ხანია, ეს პრობლემა არის, რომელიც ყველას აწუხებს. წარმოუდგენელია ადამიანების ძალიან მძიმე მდგომარეობაში მიტოვება და სახელმწიფოს არაფერი არ გაეკეთებინოს. 

ქალბატონო ნათია, თქვენ კი ამბობთ, რომ ეს კარგია. კარგია ნამდვილად, მაგრამ წინასაარჩევნოდ, როდესაც ასეთი რაღაც-რაღაცები კეთდება, ამას სხვა შეფასება შეიძლება მიეცეს. ასეულობით მილიონი ლარი არის "ლიბერთი ბანკში“ პენსიონერებისგან გადახდილი, ზემოდან უმატებთ კიდევ 15 მლნ ლარს ბიუჯეტიდან არ აძლევთ ბატონ რუხაძეს ამ ფულს? აბა, საიდან ვაძლევთ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. ეს გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და "ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.

ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე,  სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები