ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მთავარი მოთხოვნა მკურნალობის დაფინანსება და 25 ათას ლარიანი ზღვრის მოხსნაა. 

მოქალაქეებმა მთავრობის ადმინისტრაციას წერილი უკვე ჩააბარეს. ასევე ცნობილია, რომ 3 მარტს 15:00 საათზე პარლამენტის წინ აქციას გამართავენ.

პაციენტების განცხადებით, ახლა მათი მდგომარეობიდან გამომდინარე ყოველი დღე მნიშვნელოვანია.

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის თითოეული დღეც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დავიწყეთ პროტესტი. ვცდილობთ, ამ გზითაც გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას და შევიკრიბოთ პარლამენტთან და კიდევ ერთხელ გავაპროტესტოთ ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები და მოვითხოვოთ პრემიერთან პირდაპირი კომუნიკაცია.

3  მარტს 3 საათზე შევიკრიბებით პარლამენტთან", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.