უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული სუ-34 ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული სუ-34 თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი სოციალურ ქსელში წერს.

"მინუს კიდევ ერთი სუ-34 აღმოსავლეთის მიმართულებით! გუშინ რუსმა პილოტებმა მოახერხეს ჩვენი რაკეტების აცილება, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იქნება!" - წერს ის.

ოლეშუკმა ოკუპანტებს ურჩია, ყოველი შემთხვევისთვის, ყველა გაფრენის წინ ახლობლები მოინახულონ.

”ვინ იცის, გაგიმართლებთ თუ არა ამჯერად”, - აღნიშნა მან.

ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე 9 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.

23 თებერვალს, თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული A-50 თვითმფრინავი. ეს არის მეორე A-50, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დაწყების შემდეგ გაანადგურეს.

21 თებერვალს უკრაინელებმა სუ-34 ჩამოაგდეს, ორი რუსული თვითმფრინავი 19 თებერვალს გაანადგურეს, ერთი კი - 18 თებერვალს.

17 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა გაანადგურეს სამი რუსული თვითმფრინავი - ორი სუ-34 გამანადგურებელი და ერთი სუ-35. ისინი ასევე ჩამოაგდეს აღმოსავლეთ ფრონტზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები