მიხეილ სააკაშვილი - ევროპარლამენტის აზრით, ჩემი გათავისუფლება შეამცირებს პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში

დღეს, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ ანგარიშის მოსმენისას, ევროპარლამენტმა კვლავ გაიმეორა ჩემი გათავისუფლების შესახებ მოთხოვნა და მოუწოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ამისთვის გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება. ევროპარლამენტის აზრით, ჩემი გათავისუფლება შეამცირებს პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობრებს ევროპარლამენტში, განსაკუთრებით ქალბატონ ანა ფოტიგას, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ საქართველოსთვის. მათ კვლავ დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზიდან ჩვენი მოქალაქეების გატაცება.

ქართველი ხალხის გამარჯვებაში, ჩვენ ბრძოლისუნარიანობაში, მე არასდროს შემპარვია ეჭვი. ამ ბრძოლაში ვარ ბოლომდე, თქვენთან ერთად. თავისუფლება და სიკეთე ყოველთვის დაამარცხებს მონობას და ბოროტებას!

მე მჯერა, რომ საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ!", - წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FSaakashviliMikheil%2Fposts%2Fpfbid02LHBqqjp61g5Xx7Db6iXvCKdzpdwF9EYw3mk29MGQCiL7chuN5uf5pGCVi8LRHsNgl&show_text=true&width=500" width="500" height="712" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>