ბათუ ქუთელია - გამოჩნდა, რომ ამ მორღვეულ მსოფლიო წესრიგში სამხედრო ძალა და ფასეულობებზე დაფუძნებული სამხედრო ალიანსი იქნება გადამწყვეტი

რუსეთის მიმართ  დასავლეთის გულუბრყვილო მიდგომებმა განაპირობა ის, რომ პუტინის მოსვლის შემდეგ ნელ-ნელა სისტემა მოირღვა, შეიქმნა ავტოკრატიების და ავტორიტარების ალიანსი და შემოიჭრა საქართველოში, - ამის შესახებ "დროას" წევრმა ბათუ ქუთელიამ განაცხადა.

"საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგი რა ინსტიტუციებზეც იდგა, მოშლილია.

რუსეთის მიმართ  დასავლეთის გულუბრყვილო მიდგომებმა განაპირობა ის, რომ პუტინის მოსვლის შემდეგ ნელ-ნელა ეს სისტემა მოირღვა, ასევე შეიქმნა ავტოკრატიების და ავტორიტარების ალიანსი თავის ირგვლივ და ახლა ცდილობენ, თავისებური ტიპის მსოფლიო წესრიგი შესთავაზონ მსოფლიოს. სწორედ ამის გამოვლინებაა ის, რომ რუსეთი ჯერ საქართველოში შემოიჭრა, მერე ყირიმის ანექსია მოახდინა, უკრაინაში შეიჭრა ხელმეორედ და რეალურად, გამოჩნდა, რომ ამ მორღვეულ მსოფლიო წესრიგში სამხედრო ძალა და ფასეულობებზე დაფუძნებული სამხედრო ალიანსი იქნება გადამწყვეტი. ასეთი ორგანიზაცია დღეს არის მხოლოდ ნატო. 

რაც შეეხება უკრაინას, უკრაინამ მაპ-ზე მეტად დაამტკიცა, რომ თავსებადია ნატოსთან  სამხედრო, პოლიტიკური კუთხითაც და მზად არის თავისი უდიდესი როლი შეიტანოს ევროატლანტიკურ პროცესში, ამიტომ, უკრაინა უნიკალური შემთხვევაა", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები