ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანში არ ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სომხეთსა და აზერბაიჯანს არ ეწვევა, - ინფორმაციას Radar Armenia ავრცელებს.

"უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ჩავა რეგიონში - არც სომხეთში და არც აზერბაიჯანში - ბაქოს მიერ ვიზიტის გაუქმების გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკი ერევანსა და ბაქოში მარტში უნდა ჩასულიყო.

სომხეთი მხარს არ უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და პერიოდულად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის საკითხში. გარდა ამისა, ერევანი უკრაინას პერიოდულად ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები