უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას კიევსა და ამსტერდამს შორის.

ხარკოვში შეხვედრისას ზელენსკიმ და რუტემ მოლაპარაკებები გამართეს ვიწრო, გაფართოებულ და სამხედრო კაბინეტის ფორმატში.

შეთანხმება ამტკიცებს ამსტერდამის გადაწყვეტილებას თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ უკრაინის დახმარების შემდგომი უზრუნველყოფისა და გაფართოების მიზნით, რუსული აგრესიისგან დაცვაში რამდენიც საჭირო იქნება.

დოკუმენტი ძალაში იქნება ხელმოწერის დღიდან ათი წლის განმავლობაში.

"დოკუმენტი შეიცავს მძლავრ სამხედრო ბლოკს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერას. პრიორიტეტი არის საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, ჯავშანტექნიკის, საზღვაო და შორი დისტანციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა“, - წერს პრეზიდენტის პრესსამსახური.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, არიან - ბრიტანეთი; კანადა; გერმანია; საფრანგეთი; დანია; იტალია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები