ზელენსკი - სირსკის აქვს კარტ-ბლანში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საკადრო ცვლილებებისთვის

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ ჯარში საკადრო ცვლილებების კარტ-ბლანში მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ყოველდღე, მთავარსარდალი და მეთაურები არიან ფრონტზე, ზუსტად იქ, სადაც უნდა იყვნენ. მთავარსარდალს აქვს კარტ-ბლანში საკადრო ცვლილებები ჯარში, შტაბში - ნებისმიერი. ყველა უკრაინელმა მეთაურმა უნდა იცოდეს ფრონტი, იგრძნოს ფრონტი - რეალური საჭიროებები. ისინი ნამდვილად უნდა იყვნენ ჯარისკაცებთან, სერჟანტებთან. იყავი ისეთი, როგორიც უნდა იყო უკრაინული მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც სირსკი ფრონტიდან დაბრუნდება კვირის დასაწყისში, ის ელის დეტალურ მოხსენებას და კონკრეტულ წინადადებებს "შემდგომი ცვლილებებისა და ქმედებების შესახებ“.

"ყველა, ვინც სახელმწიფოსთვის მუშაობს, უნდა იყოს სახელმწიფოში, სახელმწიფოსთვის, ზრუნავდეს სახელმწიფოზე. საერთო ინტერესებზე და არა რაღაც პირადზე. პირადი ინტერესები - ომის შემდეგ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკის დღეს განაცხადა, რომ ჯარისკაცების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით ზოგიერთ საბრძოლო ბრიგადაში მეთაურებს შორის საკადრო ცვლილებები განხორციელდა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები