ხატია დეკანოიძე - ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა, პირველ რიგში, ეს ეხებოდა პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს

პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში, ამიტომ, ის გააგრძელებს ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს ინტეგრაციისთვის ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ჰქონდათ საუბარი.

"ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. პირველ რიგში, ეს ეხებოდა პარლამენტში განვითარებულ ბოლო მოვლენებს და იმ სერიოზულ საფრთხეს, როგორიც არის ევროკავშირის მიმართულებით უკან გადადგმული ნაბიჯი, "რუსული კანონის" დაინიცირებით, ქალებზე თავდასხმა. შევთანხმდით, რომ ამ ყველაფერზე, ამ სიბინძურეზე, საქართველოს მოქალაქეების უგულებელყოფაზე, როდესაც ჩვენი ნაკრები იმარჯვებს და ევროპის ჩემპიონატზე გადის, "ქართული ოცნება" ამას უპირისპირებს რუსულ კანონმდებლობას, ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი უნდა იყოს - გამარჯვება არჩევნებზე. პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ, ის გააგრძელებს ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს ინტეგრაციისთვის ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას. კონკრეტულ პარტიულ და პოლიტიკურ კონფიგურაციაზე ნამდვილად არ გვისაუბრია. მთავარია იყო ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით, ეს იყო ყველას კონსენსუსი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს პრეზიდენტთან  დღეს ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, სადაც მმართველი გუნდის ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები