ზელენსკი - უკრაინას სჭირდება სიცოცხლის რეალური დაცვა და არა პარტნიორების რიტორიკა და მოსაზრებები

ერთი კვირის განმავლობაში რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენეს 130 "შაჰედი", 80-ზე მეტი რუსული რაკეტა და 700-მდე მართვადი ბომბი. უკრაინას სჭირდება სიცოცხლის რეალური დაცვა და არა პარტნიორების რიტორიკა და მოსაზრებები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"რუსეთი იყენებს ყოველ დღე, ყოველ კვირას, ყოველთვიურად მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მიზნით, სამწუხაროდ, უკრაინის დახმარება კვლავ შეზღუდულია და რუსეთის სახელმწიფოს ჯერ კიდევ აქვს წვდომა რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების წარმოებისთვის აუცილებელ კრიტიკულ კომპონენტებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ყოველი რაკეტა, რომელიც უკრაინას უტევს, შეიცავს ათეულობით იმპორტირებულ კომპონენტს, რომლებიც რუსეთში შემოდის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის გავლით. იგივე სიტუაციაა "შაჰედის" თავდასხმის დრონებთან დაკავშირებითაც.

"ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს და უნდა შეჩერდეს: ტერორის თანხმობა, ტერორისტების შესაძლებლობა, ეძებონ თანამზრახველები მთელს მსოფლიოში და თავად რუსული ტერორი - მისი ყველა გამოვლინება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ირანის შეტევამ ისრაელზე აჩვენა, რომ თანამედროვე ავიაციას და თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეუძლიათ სიცოცხლის დაცვა. მისივე თქმით, მსოფლიომ დაინახა, რა არის რეალური დაცვა და რომ ეს შესაძლებელია.

”და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ისრაელი მარტო არ იყო ამ  - ცაში არსებული საფრთხე ასევე გაანადგურეს მოკავშირეებმა და როდესაც უკრაინა ეუბნება მოკავშირეებს, რომ ერთიანობა უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას, მათ უკვე კარგად იციან ამის ეფექტურობა, მათ იციან და უზრუნველყოფენ. როდესაც უკრაინა ამბობს, რომ მოკავშირეებმა არ უნდა დახუჭონ თვალი რუსულ რაკეტებზე და უპილოტო თვითმფრინავებზე, ნიშნავს, რომ მათ მტკიცედ უნდა იმოქმედონ", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინას პარტნიორების დახმარება სჭირდება და არა მათი რიტორიკა და მოსაზრებები.

"ცის დაცვა არ ხდება რიტორიკით, ფიქრებით არ ხდება ტერორისთვის რაკეტების და თვითმფრინავების წარმოების შეზღუდვა.

როგორც ის ფაქტი, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ გვერდის ავლით ხდება, ასევე ის, რომ ჩვენ უკრაინაში თვეების განმავლობაში ველოდებით სასიცოცხლო მხარდაჭერის პაკეტს - ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ ველოდებით კონგრესში კენჭისყრას, მიუთითებს იმაზე, რომ ტერორისტების თავდაჯერებულობა ასევე თვეების განმავლობაში იზრდება. დასაკარგი დრო აღარ არის", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები