Politico - პენტაგონი უკრაინაში საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემების გასაგზავნად ემზადება

აშშ ემზადება სწრაფად დაამტკიცოს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რადგან კონგრესი მალე დაამტკიცებს კანონს უკრაინის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ Politico წერს.

გამოცემა წერს, რომ საუბარია საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე.

გამოცემის სხვა წყაროები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, რამდენად დიდი იქნება სამხედრო დახმარების ტრანში და რას შეიცავს იგი.

”მაგრამ თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები მუშაობენ ამერიკული აღჭურვილობის პაკეტის შექმნაზე, რომელიც შეიძლება სწრაფად გავიდეს ბიუროკრატიული პროცესის შემდეგ, მას შემდეგ რაც კანონმდებლობა მიიღება და ხელს მოაწერს პრეზიდენტი”, - წერს Politico.

გამოცემის ინფორმაციით, მასალაში მითითებულია, რომ ამერიკული იარაღის ნაწილი უკვე განთავსებულია საწყობებში მთელს ევროპაში და შეიძლება დაუყოვნებლივ გადაიტანონ უკრაინაში, ზოგიერთი  ტექნიკა უკრაინაში რამდენიმე დღეში მიაღწევს, ზოგს კი შესაძლოა, კვირა დასჭირდეს.

პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა უარი თქვა იმ დეტალებზე საუბარზე, თუ რა იქნება მომავალში დახმარების პაკეტში, მაგრამ, მისი თქმით, აშშ-ს აქვს ძალიან ძლიერი ლოგისტიკური ქსელი, რომელიც საშუალებას აძლევს მასალას ძალიან სწრაფად გადაადგილდეს, საუბარია რამდენიმე დღეზე.

მანამდე, პენტაგონის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სელესტ ვალანდერმა განუცხადა კანონმდებლებს, რომ პენტაგონი დაიწყებს საბრძოლო მასალის, საარტილერიო ჭურვების და საჰაერო თავდაცვის საშუალებების სწრაფად გაგზავნას, როგორც კი კონგრესი დაამტკიცებს დახმარებას უკრაინას.

მსგავსი სიახლეები