საია - მოვუწოდებთ შსს-ს, მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გაგრძელების კონსტიტუციური უფლება

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განცხადებას ავრცელებს.

"2024 წლის 12 მაისის 22:00 საათიდან საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს მშვიდობიანი აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ.

დაახლოებით დილის 05:30 საათისთვის თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირზე განლაგდნენ ე.წ. რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები.

05:37 საათზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დააანონსა, რომ თუ დემონსტრანტები არ გაათავისუფლებენ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებს, პოლიცია გამოიყენებს ძალას.

ამ ეტაპზე (05:48) დასტურდება, რომ პარლამენტის შესასვლელებთან არა დემონსტრანტები, არამედ პოლიცია დგას. შესაბამისად, ძალის გამოყენების შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერვე დაანონსებული ფაქტობრივი საფუძველიც კი არ არსებობს.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს უკანონოდ ძალა და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გაგრძელების კონსტიტუციური უფლება", - აღნიშნულია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები