თამარ კორძაია - ცალსახად აღნიშნეს, რომ "ქართულ ოცნებას" არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ აქვს რეპუტაცია სანდო პარტნიორის

მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, კონკრეტულად, "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე მეტი, რაც იყო ევროპაში, დაკარგა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეების საქართველოში ჩამოსვლა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას ნიშნავს.

"მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, კონკრეტულად, "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე მეტი, რაც იყო ევროპაში, დაკარგა. მათ ცალსახად აღნიშნეს, რომ "ქართულ ოცნებას" არცერთ პოლიტიკურ პარტიაში არ აქვს რეპუტაცია სანდო პარტნიორის. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამას ვისმენთ ჩვენი სახელმწიფოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით და იმ პარტიასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ქვეყანას მართავს, მაგრამ "ქართული ოცნება" როგორ მართავს ქვეყანას, ეს უკვე ყველამ ძალიან კარგად იცის. 

მათი ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, არის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი საზოგადოების, იმიტომ, რომ ისინი ხედავენ, რომ საქართველოში ჩვენი მოქალაქეები იბრძვიან ევროპული ინტეგრაციისთვის, რასაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება "ქართული ოცნება", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

თბილისში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები იმყოფებიან. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები