თინა ბოკუჩავა - მოვისმინეთ ძალიან მწვავე გზავნილები, რაც შეეხებოდა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებას, განიხილება ინდივიდუალური სანქციებიც

მოვისმინეთ ევროპარლამენტარების მხრიდან ძალიან მწვავე გზავნილები, რაც შეეხებოდა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებას. ასევე, განიხილება ინდივიდუალური სანქციები, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მაღალჩინოსნების მიმართ სანქციები სწორი სვლა იქნება.

"ჩვენ მოვისმინეთ მათ შორის ევროპარლამენტარების მხრიდან ძალიან მწვავე გზავნილი, რაც შეეხებოდა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ აღნიშნული არ მოხდეს, რომ ქართველ ხალხს დარჩეს ეს მნიშვნელოვანი სიკეთე და მონაპოვარი, რომელიც მათი ბრძოლის და პროევროპულობის გამო აქვს ჩვენს ქვეყანას. ასევე, იცით, რომ განიხილება ინდივიდუალური სანქციები და ჩვენი პოზიციაა, რომ სწორედ ინდივიდუალური სანქციები კონკრეტულად მაღალჩინოსნების, მათ შორის დეპუტატების წინააღმდეგ არის სწორი სვლა.  

როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების შეხვედრაზე უარს აცხადებს შალვა პაპუაშვილი, ამით ადასტურებს, რომ მონური მორჩილებით ასრულებს ივანიშვილის დაკვეთას საქართველოს საერთაშორისო იზოლაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თბილისში გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები იმყოფებიან, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები