გიორგი ვაშაძე - სადაც არის რუსული კანონის თემა, იქ ჩვენ პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებთ

ვეტოსთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. სადაც არის რუსული კანონის თემა, იქ ჩვენ პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებთ, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის გზას.

"არ არსებობს სხვა თემა, გარდა რუსული კანონისა ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ გუშინდელი ხმის მიცემით სრულიად კონსტიტუციის მიღმა დააყენა თავისი თავი " ქართულმა ოცნებამ". აქედან გამომდინარე, ვეტოზე თუ იქნება განხილვა, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ სხვა არცერთი საკითხი არ არსებობს საქართველოს დღის წესრიგში, იმიტომ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის გზას.

ვეტოსთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები. სადაც არის რუსული კანონის თემა, იქ ჩვენ პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებთ. სხვა არცერთი საკითხი ამ ქვეყანაში არ არსებობს, იმიტომ, რომ ყველა სხვა კანონი რეჟიმის განმტკიცების კანონია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები