ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი აქციაზე მივიდა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მივიდა.

მანამდე, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

"ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ. მაგრამ ყველა ჩვენგანმა ჩვენით უნდა გამოვძერწოთ ჩვენი ერების ბედი, ასეთი შესაძლებლობები ძალიან იშვიათია და ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ჩვენ ღიად უნდა ვილაპარაკოთ, რას ნიშნავს მიმდინარე პოლიტიკა საქართველოს მომავლისთვის, სწორედ ამიტომ ვსვამთ კითხვას: სად მივდივართ?" - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

"ქართველო ხალხო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყველა თქვენთან ვართ და მარტო აღარასდროს იქნებით. თქვენ, როგორც ერმა გადაწყვიტეთ თქვენი გზა ევროპისკენ, ეს არის თქვენი ადგილი. ყველა ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს გზა გაგრძელდეს", - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკანამ.

"მე ვარ აქ, რომ გაჩვენოთ ჩვენი საერთო სოლიდარობა საქართველოს მისწრაფებების მიმართ. მე ჩამოვედი ძალიან პატარა ქვეყნიდან, რომელსაც ძალიან განსხვავებული ისტორია აქვს და ძალიან განსხვავებული გამოცდილება, მაგრამ თავისუფლების ფასეულობები, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის არის ის, რაც ფუნდამენტს ქმნის ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, რასაც მოაქვს მშვიდობა და რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ ვიყავით პატარა ერი, რომელმაც გაიარა რთული გზა, მაგრამ დღეს მე აქ ვარ, თქვენ გვერდით იმის სათქმელად, რომ მარტო არ ხართ და თქვენ გაქვთ ჩვენი პატივისცემა", - განაცხადა პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირმა.

უახლესი ამბები