ირაკლი ანთაძე - უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 7 თანამოქალაქე, მათი გათავისუფლება იქნება დღის წესრიგის მთავარი თემა

განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ეს გახლავთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო დაკავებები. ახალგაზრდების დაკავების შესახებ ვრცელდება სხვადასხვა რაოდენობრივი მონაცემები,  - ამის შესახებ სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილავენ თამაზ გინტურის მკვლელობის საქმესაც.

"განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ეს გახლავთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო დაკავებები. წინა შეხვედრიდან დღემდე უკანონო ბორდერიზაციის 15 ფაქტი დაფიქსირდა. რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, დღეის მდგომარეობით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 7 თანამოქალაქე. მათი გათავისუფლება იქნება დღის წესრიგის მთავარი თემა. ერთადერთი, რასაც შეუძლია, განმუხტოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული დაძაბული ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ეს გახლავთ ნულოვანი დაკავების პოლიტიკის ინიციატივა, რაც ჩვენგან არის შეთავაზებული. 

დავინტერესდებით, რა ეტაპზეა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებული საქმე, დაიწყო თუ არა სამართლებრივი პროცესი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება ინფორმაციას ახალგაზრდების დაკავების შესახებ, ვრცელდება სხვადასხვა რაოდენობრივი მონაცემები", - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები