გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და ასევე, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული კი 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დაცვის მხარე უარყოფს, რომ ოკმელაშვილის მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმაა კადრებში ასახული.

"შაბლონური შუამდგომლობაა, კონკრეტული ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რატომ უნდა გამოყენებულიყო პატიმრობა. მოვისმინეთ თეორიული მტკიცებულებები, შაბლონური ტექსტი. არ მივიჩნევთ, რომ ეს პოლიციელზე თავდასხმაა, კადრებიც არსებობს, რომ მხოლოდ თავდაცვა ხდებოდა", - განაცხადა ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ.

ვირტუალური ფროდაქშენ სტუდია limoni.video-ს დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები