იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის ავარია - ირანის პრეზიდენტის ბედი ამ დრომდე უცნობია

სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ადგენენ ვერტმფრენის ადგილმდებარეობას, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის აჰმად ვადიჰის განცხადებით, უამინდობის გამო, სამაშველო ჯგუფების ადგილზე მისვლას გარკვეული დრო სჭირდება.

"სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და სამაშველო ჯგუფები ასრულებენ თავიანთ საქმეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ვადიჰმა მედიასთან საუბრისას.

რამდენიმე საათის წინ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩამოვარდა.

მოგვიანებით ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენი "მძიმედ დაეშვა“.  ცნობილია, რომ ვერტმფრენში საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰინიც იყო. ვერტმფრენის ბორტზე მყოფების მდგომარეობა უცნობია. 

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ პრეზიდენტის ვერტმფრენთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინციდენტის ადგილას გაიგზავნა სამედიცინო პერსონალი, მათ შორის სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ქირურგები, ასევე სპეცტრანსპორტი და აღჭურვილობა.

მომხდარს გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

"დღეს, ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან შეხვედრის შემდეგ, სერიოზულად შეგვაშფოთა იმ ინფორმაციამ, რომ ვერტმფრენმა, რომელშიც მაღალი დელეგაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ავარიული დაშვება განახორციელა ირანში. ჩვენ ვლოცულობთ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მისი თანმხლები დელეგაციისთვის. როგორც მეზობელი, მეგობარი და მოძმე ქვეყანა, აზერბაიჯანი მზადაა ყველანაირი მხარდაჭერისთვის“, – წერს ილჰამ ალიევი.

ირანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა დღეს კაშხლის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები