გიორგი ვაშაძე - დაახლოებით ერთი თვის ვადაში ჩამოყალიბდება თუ რა მოცულობის იქნება სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც საქართველოში ჩამოვა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა წინასაარჩევნო გარემოზე და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"შეხვედრისას საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს. პროცესები უმძიმეს პირობებში მიმდინარეობს. ადამიანების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. სამართალდამცავი ორგანოები  „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დავალებების შემსრულებლად არის გადაქცეული. ისინი არ იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს და არღვევენ კანონს. მმართველმა გუნდმა შემოიტანა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლითაც სურს, კიდევ უფრო დაამძიმოს საარჩევნო გარემო -  შეცვალოს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები, რათა მარტივად კონტროლირებადი იყოს მისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს. მათ გვითხრეს, რომ დაახლოებით ერთი თვის ვადაში ჩამოყალიბდება თუ რა მოცულობის იქნება სადამკვირვებლო ჯგუფი, რომელიც საქართველოში ჩამოვა არჩევნების გრძელვადიანად დასაკვირვებლად. ოპოზიციურ ფლანგზე ძალები უნდა გავაერთიანოთ, რათა არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები