ნიკა მაჭუტაძე - ყურადღება გავამახვილეთ დასავლური სადამკვირვებლო მისიისა და ზოგადად დასავლური ინსტიტუტების სტიგმატიზაციის მცდელობაზე

საპარლამენტო პოლიტიკური  ჯგუფის „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“  წევრები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძემ და ჯგუფის წევრმა ბაჩუკი ქარდავამ  შეხვედრაზე ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობაზე.

"ჩვენ ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე რაც საარჩევნო კანონმდებლობას და პოლიტიკურ სისტემას აქვს ჩვენს ქვეყანაში. აღვნიშნეთ, რომ საარჩევნო კოდექსში ასახული ცვლილებები ატარებს მხოლოდ მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს. ყურადღება გავამახვილეთ ელექტრონული ხმის დათვლის სისტემის შესახებ, იქ არსებულ საფრთხეებზე და ამ საფრთხეების დაზღვევაზე“, - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნებზე მასშტაბური სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის აუცილებლობას. "ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ დასავლური სადამკვირვებლო მისიისა და ზოგადად დასავლური ინსტიტუტების სტიგმატიზაციის მცდელობაზე, რომელიც მიზნად დაისახა ამ ეგრეთ წოდებულმა  გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, რათა მმართველი ძალის მიერ დელეგიტიმაცია მოხდეს იმ სადამკვირვებლო მისიების შესაძლო მკაცრი შეფასებებისა, რომელიც საქართველოში შეიძლება არჩევნებს მოჰყვეს. ჩვენ აგრეთვე მოვითხოვეთ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა იმუშაონ ჩვენს ხელისუფლებასთან და მმართველ პარტიასთან ელექტრონული ხმის მიცემის სისტემასთნ დაკავშირებით, რათა ქართული ემიგრაცია და დიასპორა მეტად იყოს ჩართული საქართველოში გამართულ არჩევნებში“, - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები