ხატია დეკანოიძე - ვენეციის კომისიის ასეთი მკაცრი დასკვნა ძალიან იშვიათია

დასავლეთის ან ნებისმიერი ჩვენი პარტნიორის წინააღმდეგ მიმართული ასეთი განცხადებები არა მხოლოდ ლახავს საქართველოს რეპუტაციას,  არამედ პირდაპირ გვიბიძგებს იმ ძალიან მძიმე იზოლაციისკენ, რომელშიც მიდის "ქართული ოცნება" და მიჰყავს ქვეყანა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მძიმე განცხადებები ისმის ხელისუფლებიდან, თითქოს ვენეციის კომისიას ვინმე აიძულებს მსგავსი ტიპის დოკუმენტების წერას.

"ზოგადად, ის ძალიან მძიმე განცხადებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თითქოს ვიღაც აწერინებს ვენეციის კომისიას მსგავს დასკვნას, ეს გადის იმ კატეგორიაში, რა კატეგორიაც არის გლობალური ომის პარტია,  მასონები.

ვენეციის კომისიის, დასავლეთის ან ნებისმიერი ჩვენი პარტნიორის წინააღმდეგ მიმართული ასეთი განცხადებები არა მხოლოდ ლახავს საქართველოს რეპუტაციას, არამედ პირდაპირ გვიბიძგებს იმ ძალიან მძიმე იზოლაციისკენ, რომელშიც მიდის "ქართული ოცნება" და მიჰყავს ქვეყანა.

ვენეციის კომისია ამბობს, რომ ამ კანონის მსგავსება შეუსაბამოა ამერიკულთან, ვინაიდან ამერიკული  ეს არის რეგისტრაცია ლობისტური კომპანიების და არ არის მიმართული კონკრეტულად სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ. ზოგადად, ვენეციის კომისიის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ეს კანონი მიმართულია მედიის, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და ასევე ყველა იმ კრიტიკული აზრის, რომელიც შეიძლება გამოითქვას, ლიმიტირებას და სტიგმატიზაციას ახდენს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ასეთი მკაცრი დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია მიღებულ კანონზე პირდაპირ ამბობს, რომ უნდა გაიწვიონ სასწრაფოდ და გაუქმდეს ეს კანონი, ძალიან იშვიათია", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები