თინა ხიდაშელი - არ არის გამორიცხული, ძალიან კონკრეტული ამბები შევიტყოთ სხვადასხვა თანამდებობის მქონე პირების შესახებ მათ კავშირებზე

ქვეყანა დაადგა დიქტატურის გზას. არ არის გამორიცხული, რომ  ჩვენ უკვე ძალიან კონკრეტული ამბები შევიტყოთ სხვადასხვა თანამდებობის მქონე პირების შესახებ მათ კავშირებზე, იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც საფრთხედ ჰყავს გამოცხადებული ნატოს და ევროკავშირს, - ამის შესახებ ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა. 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი შემოაბრუნა, ამერიკასაც დასჭირდა საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა.

"იმ დღიდან მოყოლებული, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, როგორც ჩვენმა ყველაზე სანდო, ერთგულმა და პარტნიორმა ქვეყანამ გადაწყვიტა, ჩაგვკიდოს ხელი და წარმატებისკენ უფრო სწრაფი ნაბიჯებით გვატაროს.

მას შემდეგ, რაც აპრილში "ქართულმა ოცნებამ" ეს კანონპროექტი დააბრუნა დღის წესრიგში ბუნებრივი გახდა, რომ თუ კი ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ასეთ ქვეყანასთან აშშ-საც სჭირდება ურთიერთობების გადატვირთვა და ახალი ფურცლის დაწყება. 

ამასთანავე, არსებობს ინფორმაციები "ქართული ოცნების", რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობების შესახებ. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ უკვე ძალიან კონკრეტული ამბები შევიტყოთ ერთმანეთის მიყოლებით სხვადასხვა თანამდებობის მქონე პირების შესახებ მათ კავშირებზე, ურთიერთობებზე იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც საფრთხედ ჰყავს გამოცხადებული ნატოს და ევროკავშირს. ქვეყანა დაადგა დიქტატურის გზას", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები