შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერ კონტექსტში, ნებისმიერ შემთხვევაში, მკვლელობის მცდელობის ხსენება გამაოგნებელია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

"პრემიერ-მინისტრმა მაცნობა ამის შესახებ. მართლაც გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ხსენება ამ ფაქტის გამაოგნებელია. დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ევროკომისრისგან მუქარა გაჟღერდა.

"ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“. როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია“, – აღნიშნულია კობახიძის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები