ხატია დეკანოიძე - ეს არის სანქციების პირველი ეტაპი, შეეხება ყველა აღმასრულებელ პირს საქართველოს ხელისუფლებაში

ეს არის სანქციების პირველი ეტაპი. ეს სანქციები შეეხება ყველა აღმასრულებელ პირს საქართველოს ხელისუფლებაში. კობახიძე, ივანიშვილი და ყველა ეს ადამიანი - ივანიშვილის კოჰორტა, მისი პროქსები იზოლაციისკენ მიდიან და უნდათ, საქართველო რუსულ ჭაობად გადააქციონ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"მინდა, გავაფრთხილო ყველა და ვუთხრა "ქართული ოცნების"  დეპუტატებს, რომლებიც აპირებენ, რომ სამშაბათს ვეტო დაძლიონ რუსულ კანონთან დაკავშირებით - ეს არის სანქციების პირველი ეტაპი. ეს სანქციები შეეხება ყველა აღმასრულებელ პირს საქართველოს ხელისუფლებაში, ყველა პროკურორს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ვინც ადამიანებზე ძალადობენ, ასევე სანქციები შეეხებათ მერებს, მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს, ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს.

საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ჩაიდინა მოღალატეობრივი აქტი, მაშინ როდესაც აშშ-მა გადაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა, ეს უდრის ეროვნული ინტერესების ღალატს, ეს არის ყველაზე მძიმედ შესაფასებელი საქართველოს მოქალაქეებისგან.

სანამ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მმართველობაა, სრულ იზოლაციაში ვიქნებით. კობახიძე, ივანიშვილი და ყველა ეს ადამიანი - ივანიშვილის კოჰორტა, მისი პროქსები იზოლაციისკენ მიდიან და უნდათ, საქართველო რუსულ ჭაობად გადააქციონ.  ასევე, სანქციები შეეხებათ პროპაგანდისტებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ავრცელებს პროპაგანდას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები