ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო კონტროლი აიღეს სასაზღვრო ზონაზე, სადაც რუსები შევიდნენ

უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოახერხეს სასაზღვრო ზონის კონტროლი, სადაც რუსი ოკუპანტები შევიდნენ. საუბარია ხარკოვის რეგიონზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ახლა ჩვენმა ჯარისკაცებმა მოახერხეს საბრძოლო კონტროლის აღება სასაზღვრო ზონაზე, სადაც რუსი ოკუპანტები შევიდნენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს აუცილებელ შედეგებს ოკუპანტის განადგურებაში.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სადაზვერვო ინფორმაციის გათვალისწინებით უკრაინის ჯარების შემდგომი ამოცანები განიხილა.

რუსულმა ჯარებმა დაიპყრეს ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით მცირე ტერიტორია და სასაზღვრო დასახლებების დაბომბვას განაგრძობენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები