მილერი - ჩვენ ამ ყველაფრის გადახედვა მოგვიწევს, თუ საქართველოს მთავრობა ამიერიდან აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებს მტრებად მიიჩნევს

მოგვიწევს, ყველანაირ დახმარებას გადავხედოთ, თუკი საქართველოს მთავრობა ამიერიდან აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებს არა პარტნიორებად, არამედ მტრებად მიიჩნევს, - ამის შესახებ აშშ-ის დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

"ჩვენ შემდგომ მითითებებს როცა ვახორციელებთ, ეს მითითებები არ არის საჯარო. ასე რომ, თქვენ შესაძლოა, არ იცოდეთ, ვის წინააღმდეგ ვაწესებთ სავიზო შეზღუდვებს, რადგან ეს კონფიდენციალურია ფედერალური კანონით, მაგრამ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, რომლის შესახებაც ჩვენ ხუთშაბათს განვაცხადეთ, არაა ერთადერთი, რაზეც მკაფიოდ ვისაუბრეთ, რომ შეიძლება, შეიცვალოს საქართველოს ქმედებების შედეგად.

როგორც მდივანმა ხუთშაბათს განაცხადა, ჩვენ ვაწარმოებთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ გადახედვას.

ჩვენ საქართველოს ყოველწლიურად 390 მილიონი დოლარის დახმარებას ვაწვდით, ყოველ წელს, ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა სამხედრო დახმარება, ეკონომიკური განვითარების პროექტები, ინსტიტუტების აშენება, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ ამ ყველაფრის გადახედვა მოგვიწევს, თუკი საქართველოს მთავრობა ამიერიდან აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებს არა პარტნიორებად, არამედ მტრებად მიიჩნევს", - განაცხადა მილერმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები