კარინ ჟან-პიერი - იმედგაცრუებული ვართ იმით, რაც მოხდა, თუმცა კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი

ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ კანონზე, თუმცა კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

"ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ კანონზე, თუმცა კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი. როგორც უკვე აღვნიშნე, ყველამ ვნახეთ, რომ ათი ათასობით ქართველი აპროტესტებდა ამ კანონს გასულ კვირაში, ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი. ჩვენ ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა გამოხატა თავისი პოზიცია ძალიან მკაფიოდ. 

ეს კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მოსთხოვს, დარეგისტრირდნენ უცხოური ხელისუფლების აგენტებად უბრალოდ, მათი დაფინანსების 20%-ის მიღების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიის შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათთვის ამის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა არის ის, რასაც ავტორიტარული მთავრობები აკეთებენ. ეს არის განსხვავებული აზრისა ჩახშობის ინსტრუმენტი. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რაც მოხდა", - განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები