ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა და აკადემიის შტაბის G-5 სამსახურის უფროსმა "53-ე კომენდანტების კონფერენციაში“ მიიღეს მონაწილეობა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და აკადემიის შტაბის G-5 სამსახურის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ყავლაშვილმა მონაწილეობა მიიღეს „53-ე კომენდანტების კონფერენციაში“, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ნატოს თავდაცვის კოლეჯის ორგანიზებით.

წელს, კონფერენცია ჩატარდა აშშ-ში, ქ. ვაშინგტონში, ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტში და მასში მონაწილეობდნენ უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები 49 ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნიდან. კონფერენციის თემას წარმოადგენდა “ლიდერობის განვითარება ალიანსის მომავალი 75 წლის განმავლობაში“.  

კონფერენციის აქტივობები მოიცავდა გამომსვლელების მიმართვებს, პანელურ დისკუსიებს და სინდიკატურ სესიებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ლიდერობის განვითარების შესახებ, ასევე გამოცდილების გაზიარებას და გაძლიერებული თანამშრომლობის შესაძლებლობების იდენტიფიცირებას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით.

"კომენდანტების კონფერენცია“ ნატოს თავდაცვის კოლეჯის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის ისტორიაც 1972 წლიდან იწყება და რომელიც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა სტრატეგიული განათლების სივრცეში თანამშრომლობისთვის.

მსგავსი სიახლეები