ნიკა მელია - გასაგებია რა ამოძრავებს მსოფლიოს მიერ კუთხეში მიმწყვდეულ რეჟიმს, ძალადობების მეტი არაფერი დარჩათ

ის, რაც გუშინ მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, რა ძალადობაც დაატრიალა ხელისუფლებამ, არის ერთმნიშვნელოვნად დასაგმობი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია წერს.

"დასაგმობია იმისდა მიუხედავად, რა უმძიმესი აზრის ვარ ამ პარტიის მეპატრონეებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, თვალი დავხუჭო, წავუყრუო ამ ვანდალიზმს. 

გასაგებია რა ამოძრავებს მსოფლიოს მიერ კუთხეში მიმწყვდეულ  რეჟიმს.  

ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგას - რყევაა მათ ქვედა ეშელონებში და ამ ძალადობრივი აქტებით ცდილობს პირველ რიგში ძალა აჩვენოს მათ. 

ასეთი ძალადობები ადრენალინია მათთვის. ამის მეტი მათ არაფერი დარჩათ. 

მათ დაწვეს ყველა ხიდი, უკან დასახევი გზა არ დაიტოვეს და დასაკარგიც აღარაფერი აქვთ. 

მათგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს დასაკარგი - ეს ქვეყანა, რომელსაც არ დავკარგავთ, რა მეთოდებსაც არ უნდა მიმართოს რეჟიმმა!" - წერს მელია.

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისს წუხელ, გვიან ღამით უცნობი პირები თავს დაესხნენ. პარტიის ინფორმაციით, თავდამსხმელებს ხის ხელკეტები ჰქონდათ, რითაც დამტვრეულია სხვადასხვა ნივთი. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები