ნიკა მელია - მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი ასახავს მომავლის საქართველოს და აქვე გაწერილია რა ნაბიჯებია გადასადგმელი აწმყოში

პარტია "ახალმა" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის "ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერა.

"მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ეფექტურად შეასრულა კონსტიტუციით დაკისრებული როლი და მოიხადა, გადაჭარბების გარეშე, პატრიოტული ვალი და სათავეში ჩაუდგა იმ პროცესს, საიდან გამომდინარეც შედგა ეს დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ქართველი ხალხის და კონსტიტუციური ნების აღსრულებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა საკონსულტაციო ფორმატი პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებისთვის.

აქედან გამომდინარე, პარტია "ახალის" ხელმოწერა ამ დოკუმენტზე უკვე არის, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს დოკუმენტი ასახავს მომავლის საქართველოს და აქვე გაწერილია რა ნაბიჯებია გადასადგმელი აწმყოში. ვფიქრობ, ამ დოკუმენტის აღსრულების შემდეგ ქვეყანაში ერთხელ და საბოლოოდ იქნება დემოკრატიული წესწყობილება, წარსულს ჩაჰბარდება პარტიული მმართველობის მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების პრაქტიკა, რა თქმა უნდა, ოლიგარქიული მმართველობა წარსულს ჩაჰბარდება და სახელმწიფო დასავლური განვითარების გზას დაუბრუნდება", - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები