ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე ესპანეთის სამეფოს სამხედრო აკადემიაში და ესპანეთის გაერთიანებული შტაბის კოლეჯში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებს ესპანეთის სამეფოს სამხედრო აკადემიაში  კომენდანტმა, გენერალმა მანუელ პერეს ლოპესმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაცნობითი და სამუშაო სახის შეხვედრები, სადაც მხარეებმა წარადგინეს საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრები ორიენტირებული იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასწავლო პროგრამები, სწავლების დაგეგმვის, აღსრულების და შეფასების მეთოდები, საერთაშორისო ღონისძიებები, გაცვლითი პროგრამები აკადემიის პირადი შემადგენლობისთვის, თანამშრომლობა "ერაზმუს+" პროგრამის ფარგლებში.

"ვიზიტის განმავლობაში შეხვედრები ასევე ჩატარდა  ესპანეთის სამეფოს ეროვნული თავდაცვის უმაღლესი სწავლებების ცენტრში, სადაც აკადემიის დელეგაციას უმასპინძლა სამეთაურო საშტაბო კოლეჯის მეთაურმა ბრიგადის გენერალმა, ხუან რამონ საბატე არაგონესმა. აკადემიის წარმომადგენლები გაეცნენ კოლეჯის ძირითად მიზნებს და ამოცანებს, სასწავლო პროგრამებს, საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების სისტემას.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის სფეროები, საერთაშორისო მოდულები და ერთობლივი სწავლებები, სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსებში პარტნიორისა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების ჩართვის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას. 

ასეთი სახის აქტივობები ავითარებს საქმიან და მეგობრულ ურთიერთობებს უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებს შორის, საფუძველს უყრის სამომავლო თანამშრომლობის განმტკიცებას და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას", - აცხადებენ თავდაცვის აკადემიაში.

მსგავსი სიახლეები