"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით, კომპანია პომი სამაცივრე მეურნეობას აშენებს

"საქართველოს ბანკი" აგროსექტორის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, “შპს პომი” ფართოვდება და სამაცივრე მეურნეობას აშენებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 2 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.5 მილიონ ლარს შეადგენს.

“შპს პომი” 10 ჰა-ზე გაშენებულ ვაშლის ბაღებს ფლობს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი ახალი სამაცივრე მეურნეობა  აშენდება. მისი ჯამური ტევადობა 600 ტონა იქნება და მას კომპანია საკუთარი პროდუქციის შესანახად გამოიყენებს. კომპანია სამომავლოდ უფრო მეტად გაფართოებას და ყოველწლიურად 800 ტონამდე მოსავლის აღებას გეგმავს.

"საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქვეყანაში აგრო წარმოებისა და ბიზნესების მხარდაჭერაა.  მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ კომპანია პომისთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს რეგიონებში აგროწარმოების განვითარებაში.  აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანია შეძლებს 600 ტონამდე პროდუქცია შეინახოს, რაც სამომავლოდ შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო მეტად გაფართოვნდენ, განვითარდნენ და უფრო მეტი მოსავალი მოიყვანონ. მსგავსი პროექტები რეგიონებში მრავალწლიანი კულტურების მოყვანის და გაშენების პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.  ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების და ბიზნესების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში“ - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ნინო აფციაურმა.

(R)

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები