ეკა ბესელია - მათ გვარებს ისტორია დაიმახსოვრებს და ისტორია მოსთხოვთ პასუხს იმის გამო, რაც ჩაიდინეს

მათ გვარებს ისტორია დაიმახსოვრებს და ისტორია მოსთხოვთ პასუხს იმის გამო, რაც ჩაიდინეს. ეს სანქციები არ არის მხოლოდ გადაადგილებაზე შეზღუდვა, ეს დამღა გაჰყვებათ ამ არადემოკრატ ადამიანებს, - ამის შესახებ Front News-თან პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" თავისი საქციელით სხვა გზა არ დაუტოვა პარტნიორებს.

"ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე სანქციები მოსალოდნელი იყო. როგორც მმართველი პარტია იქცევა, ეს იყო ძალიან გამომწვევი, რა ნაბიჯებიც მათ გადადგეს იყო ძალიან სახიფათო სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და პრაქტიკულად, მათ არ დაუტოვეს სხვა გზა.

ჩვენმა პარტნიორებმა "MEGOBARI აქტის" დაინიციირებით აჩვენა, რომ ერთი მხრივ, ის ეხმარება საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და სანქციებს უწესებს იმ ადამიანებს, ვინც ქართველი ხალხის სუვერენულ უფლებას, რომ ქვეყანა განვითარდეს ისე, როგორც მას მიაჩნია დემოკრატიული სახელმწიფოს ნაწილად - ხელს უშლის. სანქციების მნიშვნელობა სწორედ ესაა, თუმცა მას ექნება მსუსხავი ეფექტი და ძალიან დააზიანებს ის იმ 30 წლიან ურთიერთობას, რომელიც საქართველო - ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს და რომელმაც საქართველო ურთულეს პერიოდში გადაარჩინა უკიდურესი გაჭირვებისაგან. მაგრამ ეს არ ესმის იმ 84 ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ კანონს, რომლითაც შეაფერხა საქართველოს გზა ევროპისკენ. 

ეს სანქციები არ არის მხოლოდ გადაადგილებაზე შეზღუდვა, ეს დამღა გაჰყვებათ ამ არადემოკრატ ადამიანებს და უნდა ესმოდეთ, რომ ეს დამღა გაჰყვებათ მათ, როგორც დემოკრატიისა და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ ავაზაკებს, რომლებსაც არ ესმოდათ ხალხის ხმა და უნდა იცოდნენ, რომ მათ გვარებს  ისტორია დაიმახსოვრებს და ისტორია მოსთხოვთ მათ პასუხს იმის გამო, რაც ჩაიდინეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც შეეხება "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებს და კერძო პირებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები