საია - მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოკვეთონ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სტუდენტ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმას ეხმაურება.

"მოძრაობა "თავისუფლებისთვის“ წევრ ნიკო მანაგაძეს, რომელმაც 8 ივნისს ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად დააანონსა საპროტესტო აქცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფურად  დაესხნენ  თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

რუსული კანონის ინიციირებიდან დღემდე თითქმის ყოველდღიურობად იქცა კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების და სტუდენტების განსხვავებული აზრის გამო დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება.

აქტივისტების წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. იმის გათვალისწინებით, რომ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმა მოხდა საჯარო სივრცეში, ფაქტს შეესწრო არაერთი მოწმე, ადგილზე კი განთავსებულია ვიდეო კამერები, ვიმედოვნებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჯერად მაინც მოახდენს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირებას.

მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს:

ჯეროვნად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, სწორი კვალიფიკაციითა და მიმდინარე ეფექტიანი გამოძიებით დროულად გამოკვეთონ დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირები.

მიიღონ 8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაანონსებულ აქციაზე ძალადობისა და მშვიდობიანი დემოსტრანტების უფლებების დარღვევის პრევენციისთვის ადეკვატური ზომები.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას:

დაიცვას სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლება, მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს სტუდენტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები