პაატა მანჯგალაძე - არ წამოეგოთ "ქართული ოცნების" იაფფასიან საარჩევნო ტრიუკს

მივმართავ ჩემს ქრისტიან ხალხს, არ წამოეგოთ "ქართული ოცნების" იაფფასიან საარჩევნო ტრიუკს, რომ რაღაც ოჯახური ღირებულებები აინტერესებთ, ან უფრო მეტი, ოჯახური სიძლიერე. ვის ატყუებთ, თქვე ფარისევლებო, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოჯახის ძლიერებისთვის ძლიერი ეკონომიკაა საჭირო, რომლის გეგმაც "სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს.

"ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელს" გვაქვს გეგმა, როგორ უნდა გაძლიერდეს ოჯახი. ოჯახები გაძლიერდება, როცა იქნება ძლიერი ეკონომიკა და სამუშაო ადგილები შეიქმნება ქვეყანაში, ჩამოვა ხალხი, ემიგრანტები საქართველოში, დედებს, არც მამებს არ მოუწევთ შვილების გარეშე ცხოვრება და გაერთიანდება ოჯახები. ესაა ნამდვილი ოჯახური ღირებულებების დაცვა. სადაა ეს პრობლემა? სად არის ერთნაირსქესიანთა ქორწინება საქართველოში? მათ ეს სჭირდებათ საარჩევნო პიარისთვის, არარსებული პრობლემის მოგვარება უფრო ადვილია.

მივმართავ ჩემს ქრისტიან ხალხს, არ წამოეგოთ "ქართული ოცნების" იაფფასიან საარჩევნო ტრიუკს, რომ რაღაც ოჯახური ღირებულებები აინტერესებთ, ან უფრო მეტი, ოჯახური სიძლიერე. ვის ატყუებთ, თქვე ფარისევლებო", – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონების პაკეტი დაინიციირდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები