"საქართველოს ბანკის" ბიზნეს მობილბანკს შეგროვებადი ანაბრის ფუნქციონალი დაემატა

"საქართველოს ბანკი" აგრძელებს ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტების განვითარებას. ამიერიდან, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში  მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეგროვებადი ანაბრის ფუნქციონალია ხელმისაწვდომი, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, დასახული მიზნების მისაღწევად თანხა მარტივად შეაგროვონ. 

შეგროვებადი ანაბრის ციფრულად გახსნის შემთხვევაში, მას გაზრდილი სარგებელი (სტანდარტულს +0.25%) ერიცხება. აღნიშნული პირობა ეხება ლარში, დოლარსა და ევროში გახსნილ ანაბრებს.

გარდა ამისა, შეგროვებად ანაბარს რამდენიმე უპირატესობა აქვს: 

ანაბრის გახსნა შესაძლებელია ოთხ ვალუტაში (GEL, USD, EUR, GBP);

ანაბრის გახსნისთვის საწყისი თანხა: მინ. 10 ერთეულია, მაქსიმალური თანხა კი - 500 000 ერთეული;

ანაბრის ვადა 3-24 თვემდეა;

სარგებლის გატანა შესაძლებელია როგორც ვადის ბოლოს, ისე ყოველთვიურად;

თანხის დამატება შესაძლებელია შეუზღუდავად, (მაქსიმუმ 500 000 ერთეულამდე);

ბიზნეს მობილბანკში ანაბრის გახსნისთვის რამდენიმე მარტივი საფეხურის გავლაა საჭირო. ანაბრის მიზნობრიობის განსაზღვრა, შესაგროვებელი თანხის მოცულობის და სხვა დეტალების მითითება ანაბრის გახსნის მომენტში ან მოგვიანებით არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს ერთდროულად, მაქსიმუმ ორი აქტიური შეგროვებადი ანაბრის გახსნა შეუძლია.

"ჩვენთვის, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნა, რომელიც კომპანიებს  ყოველდღიურ საქმიანობაში მეტ მოქნილობას შესძენს, მისცემს დროის დაზოგვისა და კომპანიის განვითარებაზე ფიქრის შესაძლებლობას. მობილბანკში დაგროვებადი ანაბრის ფუნქციონალის დამატებაც ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ ამ საშუალებით მინიმუმამდე დაგვყავს  ბანკის ფილიალში ფიზიკურად მისვლის საჭიროება და რაც მთავარია,  ბიზნესს საბანკო პროდუქტებზე დამატებით ბენეფიტებს ვაძლევთ. შეგროვებადი ანაბარი ბიზნესის მდგრადობისა და წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ამიტომ მოხარული ვართ, რომ ის ბიზნეს ინტერნეტბანკის შემდეგ, ბიზნეს მობილბანკშიც ხელმისაწვდომი გავხადეთ“, - აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ციფრული კლასტერის Product owner, ცირა ლოლაძე.

შეგროვებადი ანაბრის გასახსნელად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

(R)

მსგავსი სიახლეები