ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბელგიის სამეფოში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბრიუსელში საერთაშორისო ჯგუფის რიგით 21-ე შეხვედრას, რომელიც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გახსნეს, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

მსგავსი სიახლეები