ნიკა მელია - მისასალმებელია, რომ სალომე ზურაბიშვილსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შედგა შეხვედრა

მისასალმებელია, რომ სალომე ზურაბიშვილსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შედგა შეხვედრა. ეს მნიშვნელოვანია არა უბრალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოს ინტერესისთვის,  - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ ამ შეხვედრის კრიტიკა დასტურია იმისა, რომ ეს გუნდი საერთაშორისო იზოლაციაშია.

"მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, სალომე ზურაბიშვილსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შედგა შეხვედრა. ეს მნიშვნელოვანია, არა უბრალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოს ინტერესისთვის.

იმაზე მეტი დასტური, რომ საერთაშორისო იზოლაციაშია ეს გუნდი, რომელსაც პოლიტიკურს მე ვერ დავარქმევდი, რა უნდა იყოს, რომ "ქართული ოცნება" აი, აქაც ახერხებს, საკუთარი თავი მოწყვიტოს დასავლურ და განვითარებულ სამყაროს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე შეხვდნენ.  

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები