ნათია მეზვრიშვილი - მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას, შეაჩერონ ხელისუფლების ძალადობა

პარტიის “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, "ოცნებამ“, პარტიამ მართლმსაჯულების ორგანოები დაიქვემდებარა და გააჩერა და კრიმინალური სამყაროსთვის დამახასიათებელი წესებით მართავს ქვეყანას.

"აშკარა დანაშაულზე არ რეაგირებს არც ერთი უწყება. 10 დღე გავიდა ჩვენს მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვიდან და აზრის, გამოხატვის და პოლიტიკური საქმიანობის გამო დევნაზე შეტანილი განცხადება სამსახურმა იმ უწყებაში გაგზავნა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ დევნაში პირდაპირ მონაწილეობს. სამსახურის უფროსი კანონმდებლობის დარღვევით არ ცხადდება პარლამენტში.

"ოცნებამ" სისტემურ ძალადობაში ოფიციალურ ძალოვნებთან ერთად პარტიული ზონდერ-ჯგუფები ჩართო, რომლებიც უკვე არამხოლოდ ხალხზე ძალადობენ, ერთმანეთს კრიმინალურ გარჩევებს უწყობენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადობას ამართლებენ და ძალადობის აღკვეთის ნაცვლად საპასუხო ძალადობისკენ მოუწოდებენ.

მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას, გამოიყენონ კანონით მინიჭებული მანდატი, შეწყვიტონ პარტიის უკანონო ინსტრუქციების შესრულება და შეაჩერონ ხელისუფლების ძალადობა. უმოქმედობა დანაშაულში თანამონაწილეობაა.

მივმართავთ ხელისუფლებას - დააბრუნონ ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები