თინა ბოკუჩავა - მოქალაქეებს სურთ ოპოზიციური ერთობა, ამიტომ ჩვენი ვალია, საზოგადოებრივ დაკვეთას ვუპასუხოთ

საქართველოს მოქალაქეებს სურთ ოპოზიციური ერთობა, ამიტომ ჩვენი ვალია, საზოგადოებრივ დაკვეთას ვუპასუხოთ, ამიტომ არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მომხრე დიდი ერთობის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარია, რომ საზოგადოების დაკვეთა შესრულდეს.

"ყველას აქვს თავისი არჩევანი, თუმცა მთავარი არის ის, რომ ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას. დღეს ყველა შეხვედრაზე, იქნება ეს საპროტესტო აქცია თუ ნებისმიერი სხვა კომუნიკაცია, რომელიც მაქვს საქართველოს მოქალაქეებთან, ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ ოპოზიციური ერთობა, ამიტომ ჩვენი ვალია საზოგადოებრივ დაკვეთას ვუპასუხოთ, ამიტომ არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მომხრე დიდი ერთობის, რადგან ფრაგმენტაცია, დაქუცმაცება და დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი და ივანიშვილის ხელისუფლებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ მორიგ ჯერზე შეეცადოს მოახდინოს არჩევნებით მანიპულირება. ახლა ამის შესაძლებლობა ივანიშვილს არ უნდა მიეცეს და ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ერთიანები", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები