ზელენსკი - ეს მუშაობს და მუშაობს ზუსტად ისე, როგორც ველოდით

ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით რუსების წინსვლა შენელდა უკრაინის პარტნიორი ქვეყნების ნებართვის წყალობით, რომ გამოვიყენოთ დასავლური იარაღი რუსეთის საზღვარზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაგვეხმარა და გვეხმარება. ჩვენ ვხედავთ, როგორ ხსნის მსოფლიოს მტკიცე გადაწყვეტილება ჩვენი უსაფრთხოების აღდგენის ახალ პერსპექტივებს. სხვა საკითხებთან ერთად, ეს ეხება ხარკოვის უსაფრთხოებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ხარკოვსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე დიდი გავლენა იქონია უკრაინის ძალების მიერ საზღვართან რუსი ტერორისტების პოზიციებისა და გამშვები პუნქტების განადგურებამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

"მუშაობს ზუსტად ისე, როგორც ველოდით. და ახლა, ივნისში, ფრონტის სხვადასხვა სექტორში გამართული ბრძოლების შედეგებიდან გამომდინარე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს ჯარისკაცს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები