თეთრი სახლი - ამერიკული F-16-ები უკრაინის ტერიტორიაზე განლაგდებიან

F-16 გამანადგურებლები, რომლებსაც შეერთებული შტატები უკრაინელ სამხედროებს გადასცემს, უკრაინის ტერიტორიაზე განთავსდებიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების შეთანხმება ამას ითვალისწინებს.

"იგეგმება F-16-ების მიწოდება უკრაინაში და უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებამ, რომელსაც ხელი მოაწერეს პრეზიდენტმა ბაიდენმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ, გაამყარა ეს პუნქტი, რომ ჩვენ გვინდა დავეხმაროთ უკრაინას ამ შესაძლებლობების ფლობაში. ეს უნდა იყოს შესაძლებლობა, რომელიც დაფუძნებულია უკრაინაში“, - განაცხადა სალივანმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრთხის შემთხვევაში, უკრაინას შეუძლია გამოიყენოს მიწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ გადაცემული, რუსული თვითმფრინავების განადგურებისთვის. საუბარია რუსეთის საჰაერო სივრცეში მყოფ თვითმფრინავებზეც კი.

უკრაინის პარტნიორები საავიაციო კოალიციის ფარგლებში F-16 გამანადგურებლებს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებს გადასცემენ. საუბარია ათეულობით თვითმფრინავზე, რომელთა გადაცემაც ეტაპობრივი მოხდება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, დანია მალე დაიწყებს F-16 თვითმფრინავების მიწოდებას.

ასევე ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავების ნაწილი განთავსდება არა უკრაინაში, არამედ პარტნიორ ქვეყნების საჰაერო ბაზებზე. ამ გადაწყვეტილების მიზეზი თვითმფრინავების დაცვაა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები