რომან გოცირიძე - ზუსტად იმ სახის ცვლილებებს აპირებენ, რაც განახორციელა პუტინმა სხვადასხვა კანონში

ე.წ. "ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი" არის "რუსული კანონი 2". პირდაპირ არის პუტინის საარჩევნო პროგრამიდან გადმოწერილი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" პუტინის პროპაგანდისტულ ხაზს იმეორებს.

"ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კანონპროექტი არის "რუსული კანონი 2". პირდაპირ არის პუტინის საარჩევნო პროგრამიდან გადმოწერილი. ზუსტად იმ სახის ცვლილებებს აპირებენ, რაც განახორციელა პუტინმა სხვადასხვა კანონში. ფაქტობრივად, "ქართული ოცნება" იმეორებს პუტინის პროპაგანდისტულ ხაზს, მათ შორის, იგივე თუნდაც, აგენტების რუსული კანონის  სახით.

ეს ემსახურება წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გრძნობებზე თამაშს, არარსებული პრობლემების გამოგონებას და არსებული უმძიმესი, მათ შორის, ეკონომიკური პრობლემების გადაფარვას. უნდათ, ხალხმა ყურადღება გადაიტანოს იმ საკითხებზე, რომელიც არანაირად არ წარმოადგენს პრობლემას. არ გაუვათ ეს პროპაგანდისტული ხრიკები", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტი სხვადასხვა კომიტეტებში ე.წ. "ლგბტ" პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას დღეს იწყებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები